ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი თბილისის ექსმერის, გიგი უგულავას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ეს, კრავივით უცოდველი და უდანაშაულო ადამიანი, იმედია არ დაისჯება და სამართლიანობა გაიმარჯვებს....ეს ისე, მხიარული განწყობისთვის... სინამდვილეში კი, ეს ცნობილი ბანდიტი და ქურდი, ხაზინის ვირთხა, საკადრისად უნდა დაისაჯოს!“, - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.