ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარია, რომელიც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ერთი და იგივე ბრალდებით 2-ჯერ დაიჭირეს, სოციალურ ქსელში წერს:
„ერთი და იგივე " საქმეზე" , ორწლიანი შუალედის შემდეგ, ორჯერ დამიჭირეს,
მაშინ მიღებული სტრესის გამო, ამ ახალ წელს გულზე ორი სტენტით შევხვდი!.
არც ერთხელ არ მინდოდა შვილებს დაენახა დაჭერის მომენტი, ისე " მოვახერხე" ციხეში მისვლა. უგულავას გოგონა მეცოდება ყველაზე მეტად ამაღამ!“ - წერს დავით ქანთარია.