ჟურნალისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე, თბილისის ექსმერის, გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„ესეიგი, ნ ა ძ ა ლ ა დ ე ვ შ ი ვიყავი საქმეზე 4 საათის წინ და მანქანაში რ ა დ ი ო მქონდა ჩართული - მესმის ხმა: "ახლა გიგი უ გ უ ლ ა ვ ა ჩაჯდება მანქანაში და წავა პ ო ლ ი ც ი ა შ ი" - მერე, ა ვ ლ ა ბ ა რ შ ი გავედი კიდე, სხვა საქმეზე და იქ, ტ ე ლ ე ვ ი ზ ო რ ი ჰქონდათ ჩართული და მესმის - "ახლა ვუყურებთ როგორ ჯ დ ე ბ ა გიგი უ გ უ ლ ა ვ ა მანქანაში და მიდის პოლიციაში, რომ ჩაბარდეს". იქიდან წავედი საბურთალოზე კიდე სხვა საქმეზე და გზაში რადიოში ვისმენდი, - "ჩვენ ახლა ვხედავთ რომ გიგი უგულავა ზის მანაქანაში და მიდის რომ პოლიციას ჩაბარდეს". საბურთალოზე, სადაც მივედი იქ, ისევ ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული და გავიგონე - "რამდენიმე წუთში, გიგი უგულავა გადმოვა მანქანიდან და შევა პოლიციაში". მერე წამოვედი სახლში და გზაში, რადიოში მესმოდა - "ჩვენ ახლა ვუყურებთ მაქანაში მჯდომი გიგი უგულავა, როგორ ემშვიდობება ოჯახის წევრებს და ის მალე გადმოვა მანქანიდან და თავისი ფეხით შევა პოლიციაში". მოვედი სახლში და დედაჩემს ტელევიზორი აქვს ჩართული და ისმის: "ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე. სულ მალე გიგი უგულავა გადმოვა მანქანიდან და შევა პოლიციაში"....
ბიჯოოო... დავიღალე კაცო! გამოვედი სხვა ოთახში და მოვხურე კარი! როცა შევა გამაგებინეთ და გამოვალ! ვაიჰ!“ - წერს ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.