ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი თბილისის ექსმერის, გიგი უგულავას დაპატიმრების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც უგულავა ჩაჯდება, დავით ბაქრაძის რეიტინგი გაორმაგდება.
როგორც ბატონმა გიგიმ მოგვიწოდა, ახლა მთავარია,
შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სახეებზე ღიმილი, არ დავკარგოთ წონასწორობა, სიტუაცია შევაფასოთ ცივი გონებით და არ ავყვეთ პროვოკაციას!“, - წერს ჟურნალისტი.