ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რა ხდება სინამდვილეში უგულავას საქმეზე...
უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საქმეები სამი სხვადასხვა მიმართულებით არსებობს.
პროკურატურა ამ თემაზე თავიდანვე გაფლანგვას ედავებოდა უგულავას. პირველი ინსტანციის სასამართლო პროკურატურას გაფლანგვის კვალიფიკაციაზე არ დაეთანხმა. თქვა, რომ ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და მიუსაჯა 1 წ. და 3 თვე პატიმრობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ უგულავა ციხიდან გამოვიდა.
პროკურატურამ გაასაჩივრა განაჩენი, მაგრამ სააპელაციო სასამართლო პირველ ინსტანციას დაეთანხმა და განაჩენი არ შეცვალა.
პროკურატურამ ეს (სააპელაციო სასამართლოს) განაჩენიც გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. მას მიაჩნდა, რომ რეალურად სასჯელი იყო ძალიან მსუბუქი, რადგან უგულავას ქმედება იყო გაფლანგვა და არა უფლებამოსილების გადამეტება.
უზენაესი სასამართლო პირველი და მეორე ინსტანციებისგან განსხვავებით დაეთანხმა პროკურატურას. მან თქვა, რომ უგულავას ქმედება ნამდვილად არის გაფლანგვა და მიუსაჯა შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 4 წ. და 5 თვით პატიმრობა. ამას აკლდება მოხდილი სასჯელი - 1 წ. და 3 თვე და მას მოუწევს დამატებით 3 წ. და 2 თვე ციხეში ჯდომა.
თვითონ გიგი უგულავას სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში არ გაუსაჩივრებია!
ახლა მითხარით, რა შუაშია პოლიტიკური დევნა ან ერთ საქმეზე ორჯერ დაჭერა?
ეს კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი და მისი ყველა თანაპარტიელი მატყუარაა!“ - წერს ნიკოლეიშვილი.