logo_geo
eng_logo
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
- +

11 თებერვალი. 2020. 13:01

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, წალენჯიხის რაიონ დაბა ჯვარსა და სოფელ ფახულანში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის ჯამში, 66,460 ღერის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner