logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ყველა გრძნობდა, რომ ჩვენს ოპონენტებს სურვილი არ ჰქონდათ, კონსენსუსი შემდგარიყო და...
- +

11 თებერვალი. 2020. 14:06

 

 

„ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან ჩიხში იყვნენ შესული, სურვილი არ ჰქონდათ, რომ კონსენსუსი შემდგარიყო და მიზეზს ეძებდნენ იმისთვის, რომ რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„როგორც ჩანს, სცენარი შემუშავებული წინასწარ ჰქონდათ. კონსენსუსი არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ამ საკითხის მიმართ არის უპასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, „ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას. არც 48 მილიონი ლარის და არც 48 ლარის გაფლანგვა არ დარჩება ისე“.

 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

 

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner