logo_geo
eng_logo
გაიცანით 13 ივნისის გმირები
- +

13 ივნისი. 2016. 11:54

13 ივნისის გმირები-ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ადამიანებს, ვინც სტიქიის ღამეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანების გადარჩენა შეძლეს.  პატრულის თანამშრომლებმა, მაშველებმა და სტუდენტებმა ერთობლივი ძალებით ქალები , ბავშვები და მოხუცები სტიქიას გადაარჩინეს. გადაცემაში  “2030”  ჟურნალისტმა თამარ წიკლაურმა  მათ შესახებ კონკრეტული ინფორმაციები მიაწოდა მაყურებელს.

Capture

 

გიორგი ნეფარიძე-პოლიციის მაიორი, პატრული-ინსპექტორი. ხელში აყვანილი შეშინებული ბავშვით . ეს კადრები მთელმა საქართველომ  ნახა.

Capture

.

Capture

 

 

“პირველ როგში ვფიქრობდი, რომ როგორმე გამეყვანა ეს ბავში და უსაფრთხო ადგილზე მიმეყვანა. შემდგომში ჩვენი მიზანი იყო, რომ მისთვის დედა გვეპოვა, რათა არ ატირებულიყო და მარტო არ ეგრძნო თავი. შვილები მყავს და ისე მოვიქეცი, როგორც ჩემს შვილს მოვექცეოდი.

.

გიორგი ხარებაშვილი, 18 წლის, ფეხბურთელი.-სტიქიის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო და მეგობრებთან ერტად ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე აღმოჩნდა. 

l

.

Capture

“დავეხმარეთ ხალხს და გამოვიყვანეთ 3 ადამიანი . ქალბატონები და მოხუცი მამაკაცი”-ამბობს გიორგი.

.

ალექსანდრე შენგელია, სტუდენტი . სტიქიის ღამეს სვანიძის ქუჩაზე მეგობრების დასახმარებლად მოვიდა, თუმცა გარდა ადამიანებისა, მან ძაღლების თავშესაფარში მყოფი ცხოველებიც იხსნა. 

Capture

” ჩამოვედი, ვიღაცამ დაიყვირა, რომ დახმარება უნდოდათ და ყველამ ერთად, მაშველებმა, პოლიციამ, ჩემმა მეგობრებმა, ყველამ ერთად ვიმოქმედეთ”

Capture

.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა  ათობით ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. მათ მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინეს.

Capture

.

პატრულ-ინსპექტორი გიორგი კანდელაკი . 5 წლიანი სტაჟის მიუხედავად მისთვის 13 ივნისის ღამე უმძიმესი გასახსენებელია.

Capture

“ჩემთვის ეს პირველი ღამე, პირველი მორიგეობა იყო, როცა ასეთ ფაქტს შევესწარი და მიხარია, რომ ხალხს დავეხმარე და გადავარჩინე.”

ადამიანები, ვინც სტიქიის ეპიცენტრში მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან. მათ ადამიანების გადარჩენა და სტიქიის ზონიდან გაყვანა შეძლეს, თუმცა იმ ღამით სტიქიას მათი ერთი თანამშრომელი შეეწირა. 

Capture

გიორგი მანჯავიძე -მაშველი მეხანძრე.

Capture

.

სტუდენტები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და უბრალოდ მოქალაქეები წყლით დატბორილ სახლებსა და ქუჩებს მესამე დღეა, წმენდენ. 

Capture

.

ადგილობრივ მოქალაქეთა რიცხვს 3 დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

10153005_10153312399402954_6922794549572267323_n

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner