logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: მაოცებს უგულავას გარშემო შემოკრებილი ფარისევლების ბრბო
- +

11 თებერვალი. 2020. 14:57

 

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ სიტუაციაში, ერთადერთი - გიგი უგულავას ქალიშვილია გულწრფელი, რომელსაც მამა საციხედ არ ემეტება...

 

მაგრამ მაოცებს უგულავას გარშემო შემოკრებილი ფარისევლების ბრბო, რომლებიც თავის დროზე, უგულავას დანაშაულებზე სათითაოდ ლაპარაკობდნენ!

 

სად გადის თქვენი ზნეობის კრიტერიუმი, ბატონებო?

 

ისე... ჩვენც გვყავდა შვილები... ვისაც, სხვათა შორის, უგულავას ხელისუფლება - უგულავასგან განსხვავებით - სრულიად უდანაშაულოდ გვაპატიმრებდა!

 

გრიგოლ ვაშაძე - შენი „ნაკერავზე გახეული“ არ გაიშვას.

 

დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია - ოე!

 

ნინო ბურჯანაძე - მანდ რა გინდა? არ დაგავიწყდეს - სააკოვის რეჟიმის განუყრელი ნაწილი იყავი!

 

2011 წლის 26 მაისს დაღვრილ სისხლს ნუ გადააბიჯებ!

 

შალვა (ნათელაშვილო) - გეყოს! სხვანაირი მახსოვხარ!

 

ყველას გეყოთ ეს ორმაგი სტანდარტები!

 

პატარა გოგონას - გიგის ქალიშვილს - ჩემი გულწრფელი ნუგეში! დაე, უფალმა ეს განსაცდელი სწორი ცხოვრების ორიენტირად და ღმერთთან დაახლოვების საშუალებად უქციოს!“ - წერს ზაზა დავითაია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner