logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა მეომრების შეურაცხყოფა იყო
- +

13 ივნისი. 2016. 11:55


ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ Palitranews-ის ეთერში, გადაცემაში „ფალავანდიშვილთან" განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა მეომრების შეურაცხყოფა იყო.



თინა ხიდაშელი სოჭში ჩავიდა და ჩემი ყურით მოვისმინე, როცა აფხაზებს უთხრა: სულ არ მაინტერესებს, საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთს, ოღონდ ლიბერალური ქვეყანა იყოს. ამის მთქმელ ადამიანს საერთოდ საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს და გინიშნავენ რამის მინისტრად კი არა, მეომრების მინისტრად. ინფრასტრუქტურის მინისტრად მაინც დამინიშნე... ეს არის ფრონტალური შეურაცხყოფა ქართველი მეომრის, რომ ასეთი რაღაცის შემდეგ მინისტრად დანიშნეს. ეს ქალი სანგარშია ნაწოლი, ავტომატი აქვს ნასროლი თუ რა დამსახურება აქვს ქართული მხედრობის წინაშე?! თქვა, რომ სულ არ მედარდება, აფხაზეთს დავიბრუნებთ თუ არა - და, მინისტრად დაგინიშნეს. მოდი ახლა შენ და იზეიმე, ვაი, რა კარგია ჩვენი დამოუკიდებლობა... " - განაცხადა ლევან ვასაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner