logo_geo
eng_logo
ევროპაში ძლიერი შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
- +

11 თებერვალი. 2020. 15:53

 

 

ევროპაში ძლიერი შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. სტიქიის გამო მსხვერპლია პოლონეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, შვედეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. წაქცეული ხეების გამო ბლოკირებულია გზები, ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

გერმანიის რკინიგზის კომპანიამ „დოიჩე ბანმა“ სამხრეთ რეგიონებში ყველა რეისი გააუქმა. თუმცა, დღეიდან გერმანიაში სკოლების ნაწილმა მუშაობა განაახლა.

 

დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე შტორმის გამო საფრთხის ყვითელი დონეა გამოცხადებული. ინგლისისა და შოტლანდიის რაიონებში წყალდიდობას ებრძვიან. შტორმი მძვინვარებს ასევე ბელგიასა და საფრანგეთში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner