logo_geo
eng_logo
მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
- +

11 თებერვალი. 2020. 16:57

 

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტურისტი თეთნულდზე თოვლის საფარის ქვეშ ნახეს.

 

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

 

შეგახსენებთ, თეთნულდზე გუშინ ზვავი ჩამოწვა, საიდანაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ჩეხი ტურისტი უვნებლად ამოიყვანეს. ზვავში სხვა პირის შესაძლო მოყოლაზე ინფორმაცია ტურისტების მიერ არ დასტურდებოდა, თუმცა მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩნდა მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, მათ შორის GPRS-მოწყობილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნოდა.

 

შესაბამისად, სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტის ძებნა დაიწყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner