logo_geo
eng_logo
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს
- +

11 თებერვალი. 2020. 19:08

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

 

ამჯერად დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები თამაკონის, ბანძის, დიდი ჭყონის და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

 

შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს  კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში  პრიორიტეტები გამოვლინდა.

 

ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირების და გაბიონების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერის მოწყობა, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.

 

ხვალ, 12 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა  გაჭედილის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner