2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე, თბილისის ექსმერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს სოციალურ ქსელით ეხმიანება.
„გუშინ, უგულავას შვილზე რომ ყრიდნენ ცრემლებს, 38 თვით საპატონროში გაშვების წინ, ერთი ამ ლამაზი ბიჭის შვილებს ჰკითხოს ვინმემ, - გიორგი გამცემლიძე სად არის? საააააად? რადენი თვის მერე მოვა? - გამეცით პასუხი, - სად ეგდო მაშინ გვარამია, რატომ არ დაინტერესდა გიორგის შვილები უმამოდ, როგორ არიან..............და თქვენ ისევ მოსვლას აანონსებთ ხელისუფლებაში?! ვერ მოხვალთ, ვერა, დიახ! დამიბრუნეთ სიცოცხლე, რომელიც ქუჩაში დადიოდა, სიხარული და ღიმილი დაქონდა თან, დიახ! დიახ, ...............სიცოცხლეა ბაზისი იმისა, რაც ადამინს ასულდგმულებს. დიახ! დიახ, სიცოცხლეა ის.............რაც უფალმა გვიბოძა....
და ის ...............მე, შენ წამართვიი.... ესეიგი უფალს შექმნილი დაუწუნეე, უფალი ხომ ზეცაშია და დაგვყურებს, გაკვირდება, კიდევ რას გააფუჭებთ. დიახ! დიახ..........რას გააფუჭებ........და რაა, არ გიფიქრია ამაზე, უფალმა ადამიანი ხომ ფიქრისთვის გააჩინა? მეტი რა უნდა დამიშავოთ, შვილი მომიკალით და მეც შეგაკვდებით თუ ეს საჭირო გახდება.
ნაცხროვა და მისი ანასხლეტები ვერასდროს ეღირსებით ვერაფერს ამ ქვეყანაში და იმ ქვეანაში კი, იხარშება კუპრი თქვენთვის“, - წერს ჯამბულ გამცემლიძე.