ჟურნალისტი გია იაკობაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის ექსმერის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
„ამ ორ დღეში ბევრმა დაწერა, მეც მოვიპარავ 48 მილიონს, თუ სამი წლით ჩავჯდებიო.
რა ვქნა, მომკალით და, ხუმრობაში ვერ გაგიტარებთ იმას, შენი შვილებისთვის რომ იპარავ და სხვის შვილებს რომ პარავ. მაშინ, რით განსხვავდებით უგულავასგან, კეზერაშვილისგან, სააკაშვილისგან, ბენდუქიძისგან და ყველა იმათგან, "გარეწართა ლეგიონი" რომ არის მათი სახელი.
მოკლედ, რამდენიმე ათეული ათასი ლატენტური გიგი უგულავა გვყავს და სულ თითოოროლა მერაბ კოსტავა და ექვთიმე თაყაიშვილი“, - წერს გია იაკობაშვილი.