logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე უგულავას საქმეზე: პროკურატურის პოზიცია არ შეცვლილა
- +

11 თებერვალი. 2020. 20:19

 

 

„ამ საქმეზე პროკურატურა პირველივე დღიდან დაობდა და ითხოვდა კვალიფიკაციის დამოწმებას სასამართლოსგან, რომ აქ გვქონდა საქმე გაფლანგვასთან, რა პოზიციაც 2013 წელს ჰქონდა პროკურატურას, ერთი დღითაც არ შეუცვლია“,- ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპონენტების იმ განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ერთსა და იმავე საქმეზე უწევს სასჯელის მოხდა.

 

როდესაც გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს გაფლანგვაზე, საქმე წავიდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელმაც პროკურატურის ეს მოთხოვნა არ გაიზიარა  და 333 მუხლით დააყენა განაჩენი. ეს გაასაჩივრა მაშინ პროკურატურამ, თუმცა, პროკურატურის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ ერთი წელი და 3 თვე საკმარისია ამ დანაშაულის ჩადენისთვის. ამის შემდეგ, პროკურატურა ბოლომდე მიყვა ამ საქმეს, გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და ამ შემთხვევაში, უკვე უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.   შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ შესაბამისი სანქციის მიხედვით, მიუსაჯა 9 წელი,  შემდეგ, ამნისტიებით ჩამოაკლო, დარჩა 4 წელი და 5 თვე და იქიდან 1 წელი და 3 თვე იმ საქმიდან, მაშინ რაც ჰქონდა მოხდილი, ამ 4 წელიწადში და 5 თვეში ჩაუთვალა და მოსახდელი  დარჩა სამი წელი და 2 თვე მოსახდელი“,- განმარტა ვიცე-სპიკერმა. 

 

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპონენტების კიდევ ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა. მისი შეფასებით, ეს სპეკულაციური განცხადება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გაიხსენა გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტი და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

 

"ამ საქმის მსგავსად, პირველმა ინსტანციამ არ გაიზიარა ეს პოზიცია პროკურატურის, არ გაიზიარა არც მეორე ინსტანციამ, მიუსაჯეს მხოლოდ ჯარიმა,  გაიზიარა უზენაესმა სასამართლომ და  მიუსაჯა 5 წელი. ანუ, 2014-2015 წლებში, უზენაესმა სასამართლომ შეაბრუნა ბრალდებული ციხეში. ასეთი პრეცენდენტი თურმე ყოფილა და აბსოლუტურად სპეკულაციურია. საუბარია, 48 მილიონის გაფლანგვაზე, ეს ფული ნამდვილად გაფლანგა და აქ არგუმენტები არ აქვთ, არ შევდივართო სამართლებრივ დეტალებშიო. თუ რამე გასასაჩივრებელი აქვთ, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და მიიღებენ პასუხს. რადგან ისინი მხოლოდ პროცედურულ საკითხზე საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უნდათ საზოგადოების მოტყუება და აქ საზოგადოების მოტყუება არ გამოვა. ნამდვილად არავის არ უხარია ადამიანის დაჭერა,  რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ სპეკულაციას და დაბრალებას ვერავის ვაპატიებთ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner