„ოპოზიცია ყველა საკითხში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ იმ ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ კრიმინალური წარსული“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარმა ატილა არაკოვაჩმა განაცხადა.
„მაქვს ინფორმაცია და არ მაქვს ეჭვები, რომ ის ჩართული იყო კორუფციაში. ეს შეკითხვები თუ სწორია, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მხოლოდ შემიძლია, მივიღო არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყველა საკითხში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ იმ ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ კრიმინალური წარსული“, – განუცხადა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებს.