logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: 24 000 ადამიანი იჯდა ციხეში, დღეს, 4-ჯერ ნაკლები პატიმარი გყავს
- +

11 თებერვალი. 2020. 23:57

 

 

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ციხეში 24 000 ადამიანი იჯდა, დღეს კი, 8 - 9 ათასი პატიმარია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ნულოვანი ტოლერანტობისა და სააკაშვილის დროს გადავსებულ ციხეებთან" დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, პატიმრების შემცირება სწორი მიდგომის შედეგია.

 

"ჩემი აზრით, ჯობია, ვიმუშაოთ, რომ უფრო მეტად გავიზარდოთ, უფრო მეტად დავხვეწოთ როგორც პოლიციელები, ასევე საზოგადოება და აქეთკენ წავიდეთ, ის უკიდურესობა მანამდე რაც იყო, გახსოვთ, 24 000 ადამიანი იჯდა ციხეში და როდესაც დღეს, თუ არ ვცდები, 8 თუ 9 ათასი ადამიანი ზის. ეს იმის ხარჯზე არ არის, რომ დღეს კრიმინალი გაიზარდა. ამოვიღოთ სტატისტიკა ელემენტარულად, თუნდაც 2008-ის, 2009, 2010 წლის და ა.შ. არანაირად გაზრდილი არ არის სტატისტიკა. თურმე შეიძლება, რომ ოთხმაგი რაოდენობა ციხეში კი არ გყავდეს, პირიქით, შეამცირო და მათთან იმუშაო და სხვანაირად მიუდგე. მე ვფიქრობ, რომ ასე სწორად მივდივართ ჩვენ და სწორედ ესე უნდა წავიდეთ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner