„ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1113-ს მიაღწია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა საერთო ჯამში 44 600-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებული 4 740 პაციენტი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამასთანავე, ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უხანის პროვინციაში დამატებით 20 000-მდე მედპერსონალი გაიგზავნა და მათ უახლოეს დღეებში მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.
ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ 11 თებერვალს მირებული გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსს ოფიციალური სახელწოდება - COVID-19 მიანიჭეს.