logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ქვეყანა, სადაც სამშობლოს სიყვარულისთვის ბავშვებს „თვალებს თხრიან“
- +

12 თებერვალი. 2020. 11:54

 

 

„იმიტომ, რომ სამშობლოს იცავდნენ, ბავშვებს ქუჩაში ტყვიებს ესვრიან“,- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი  გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებას და შეიწყალებს პოლიტპატიმრებს, ქვეყანას პოლიტიკურ დაძაბულობას აარიდებს.

 

„პრეზიდენტს მივმართავ, გამოიყენოს მისთვის ბოძებული კონსტიტუციური უფლება და გამოუშვას პოლიტპატიმრები, რითიც თავს ააცილებს ქვეყანას პოლიტიკურ დაძაბულობას. ივანიშვილთან მე მისამართი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ რასაც ამ ზაფხულიდან ვხედავ, რა ქვეყანასაც აშენებს.  ქვეყანას, სადაც ბავშვებს ქუჩაში იმიტომ, რომ სამშობლოს იცავდნენ, ტყვიებს ესვრიან და მერე ცინიკურად იმ ადამიანს, ვისზეც გამოძიებაა, პრემიერად ნიშნავენ, იმ ადამიანს რა უნდა მივმართო?“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner