logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: თავის დროზე სამინისტრომ გამოყო თანხები დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის პროექტის დასამუშავებლად
- +

13 ივნისი. 2016. 12:16


„ხაშურის მუნიციპალიტეტმა სამინისტროსკენ ხელის გამოშვერის ნაცვლად, შესაბამისი პრიორიტეტები ბიუჯეტის შედგენის დროს უნდა განსაზღვროს", - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით გიორგაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლიც მიხედვითაც, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ შესაბამისი თანხა არ გამოყო.


„მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ადგილობრივი დაქვემდებარების არის და არა კულტურის სამინისტროსი, თავის დროზე სამინისტრომ გამოყო თანხები პროექტის დასამუშავებლად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეს პროექტი გააკეთა. ვფიქრობ, რომ ხელის გამოშვერის მაგივრად ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამისი პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს ბიუჯეტის შედგენის დროს, თუ ეს საკითხი ამდენად მნიშვნელოვანია და ჩემი თვალსაზრისით, ნამდვილად არის, შესაბამისად უნდა გაითვალისწინოს თავის ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებებით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner