ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში პოტს აქვეყნებს:
„ქუთელიას გვარი შეცდომით ჩაწერესო... სხვა დროს, ეგეთივე დოკუმენტში შეცდომით დუაიტ ეიზენჰაუერს რომ ჩაწერთ, შეეცადეთ, რომ სწრაფადვე გაასწოროთ... თქვენ რომ გაგასწორათ არმაგედონის ზანგმა!!!
სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოში, თავად ქუთელია (იმ დროს კეზერაშვილის მოადგილე) კოჯორ-ტაბახმელაში დაკავებული იყო მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით. მთელი ნაც-ელიტა კოდორს და ახალგორს ყიდდა, მან კი, ტაბახმელის მიმართულება აირჩია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბ-ნი ქუთელია იმთავითვე არ ეთანხმებოდა რომან და მეგი გოცირიძეების მოღალატურ პოლიტიკას“, - წერს იაკობაშვილი.