logo_geo
eng_logo
კობა ლურსმანაშვილი: ოპოზიციამ ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე ისაუბროს და არა აქციებზე
- +

12 თებერვალი. 2020. 12:48

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კომპრომისულ შეთავაზებას დათანხმდნენ.

 

როგორც ჟურნალისტებს ლურსმანაშვილმა განუცხადა, მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეა, თუმცა კომპრომისულ მოდელს 100/50-ს მხარს უჭერს.

 

„სხვა შეთავაზებას არ დავეთანხმებით. რა აზრი აქვს, იმ თემებზე ვიმსჯელოთ, რასაც არ ეთანხმებიან? საპროტესტო აქციები რაში სჭირდებათ? ამბობენ, რომ ყველანაირი საარჩევნო სისტემის პირობებში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებენ და თუ თავის თავში დარწმუნებული არიან, რომ დაგვამარცხებენ, სჯობს, ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე ისაუბრონ და ძალისხმევა ამისკენ მიმართონ და არა აქციებზე, რომელიც არაფრის მომტანია და უსაფუძვლოა“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner