logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: ფასიანია კონცერტი - კრიტიკაა, უფასოა - მაინც კრიტიკაა...
- +

13 ივნისი. 2016. 12:17


„უცნაურია, რომ ფასიანია კონცერტი - კრიტიკაა, უფასოა და მაინც კრიტიკა ისმის", - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსოფლიო ტენორის, ხოსე კარერასის კონცერტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ გადაწყდა, რომ კარერასის კონცერტი ყოფილიყო უფასო.

 

„უცნაურია, ფასიანია  -კრიტიკაა, უფასოა - მაინც კრიტიკა. ლოგიკა იყო შემდეგი - ამ მასშტაბის და ხარისხის კონცერტი რეგიონში პრაქტიკულად პირველად ტარდება. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ კონცერტმა. ქუთაისის მერისგან და გუბერნატორისგან ვიცი, რომ პრაქტიკულად მთელი რეგიონი აპირებს ქუთაისში ჩასვლას, გვინდოდა, შეზღუდვა არ ყოფილიყო რაოდენობრივად და ყველას მისცემოდა საშუალება ამ კონცერტზე დასწრების", - განაცხადა გიორგაძემ.


კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა იმავე ლოგიკით, რობი უილიამსის კონცერტიც ყოფილიყო უფასო, გიორგაძემ აღნიშნა, რომ „ლოგიკა განსხვავებულია და დიდი მნიშვნელობა აქვს".

 

„გადაწყდა ასე, რამდენად სწორი იყო ან არა, ამას გამოცდილება გვიჩვენებს, რომელსაც მივიღებთ. გვინდოდა, რეგიონისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყოფილიყო, თუმცა ეს გარკვეულ სირთულეებს გვიმატებს იმ თვალსაზრისით, რომ ამ რაოდენობის ადამიანების მართვა იქნება გაცილებით რთული", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.


ხოსე კარერასი ქუთაისში, 18 ივნისს, კონცერტს გამართავს. კონცერტზე დასწრება უფასოა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner