logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ერთი თურქი სამხედროც რომ დაშავდეს, ჩვენი შეიარაღებული ძალები ასადის რეჟიმს დაარტყამენ
- +

12 თებერვალი. 2020. 13:40

 

 

„ღიად ვაცხადებ, ერთი თურქი სამხედროც რომ დაშავდეს, თურქეთის შეიარაღებული ძალები ასადის რეჟიმის ძალებს დარტყმას მიაყენებენ“, - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გამოსვლის დრო გააკეთა.

 

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ანკარა საჰაერო იერიშზეც გადავა.

 

თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, იდლიბის პროვინციაში 14 თურქი სამხედრო დაიღუპა, 45 კი დაშავდა.

 

ერდოღანის აზრით, თურქეთსა და სირიას შორის არსებული ყველა შეთანხმების იგნორირება ხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner