logo_geo
eng_logo
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს
- +

12 თებერვალი. 2020. 13:41

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დაუკავშირდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner