logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე უგულავას საქმეზე: სასამართლო რეფორმის შედეგია, რომ ეს საქმე შალვა თადუმაძესთან მოხვდა
- +

12 თებერვალი. 2020. 13:42

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, შალვა თადუმაძის ფაქტორი ვერაფერს ცვლიდა, ის უშუალოდ არ იყო ბრალმდებელი პროკურორი“,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას - რა როლი ითამაშა შალვა თადუმაძის ფაქტორმა გიგი უგულავას საქმეში და დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

როგორც მან აღნიშნა, ეს საქმე შალვა თადუმაძესთან შემთხვევით მოხვდა, რადგან სასამართლოში საქმეთა განაწილება ელექტრონულად ხდება.

 

„ეს სასამართლო რეფორმის შედეგია, ის, რომ ეს საქმე შალვა თადუმაძესთან მოხვდა, ეს არ იყო არავის გადასაწყვეტი. ეს მოხდა ელექტრონულად. რაც შეეხება მის პროკურორობას, ფაქტია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს, პროკურატურას არც ერთი დღით არ შეუცვლია პოზიცია. რა პოზიციაზეც იყო 2013 წელს, იმავე პოზიციაზეა 2020 წელსაც, შესაბამისად, მათ მოიგეს ეს საქმე.

 

მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, შალვა თადუმაძის ფაქტორი ვერაფერს ცვლიდა, ის უშუალოდ არ იყო ბრალმდებელი პროკურორი და ის რომ იყო მთავარი პროკურორი იმ დროს, როცა ეს საქმე პროკურატურის მიერ წარმოებდა, მათ ეს მიიჩნიეს, როგორც ჩანს, აცილების გამომრიცხავ გარემოებად. ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner