logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილის საქმე არის ერთი რიგითი პატიმარის საქმე, ამიტომ მე არ მომითხოვია ზეპირი განხილვა
- +

13 ივნისი. 2016. 12:22


საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანიგანცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმე არ არის განსაკუთრებული, ექსტრაორდინარული და ამიტომაც სტრასბურგის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვა არ მოუთხოვია.



ვანო მერაბიშვილის საქმე არ არის რაიმე განსაკუთრებული ან ისეთი ექსტრაორდინარულ, რომელიც მოითხოვდა ზეპირი განხილვის მოთხოვნას სტრასბურგის სასამართლოში. ეს არ არის არც ასანიძის, არც შამაევის საქმე, ეს არ არის საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საქმე. ეს არის ერთი რიგითი პატიმრის საქმე, ამიტომ მე არ მომითხოვია ზეპირი განხილვა, ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა.

ქართულმა მხარემ, რა თქმა უნდა, არ იცისროგორი იქნება სტრასბურგის გადაწყვეტილებამაგრამ ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები მისი პოლიტიკური გუნდიდან, აღარ არიან წინასწარ პატიმრობაში, ისინი იხდიან სასჯელს. კონკრეტულა ბატონი ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება, აქედან გამომდინარე, ამაზე 14 ივნისის გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ იმოქმედებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 14 ივნისს გახდება ცნობილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner