„დაანონსებული გვაქვს ახალი სამმართველოს შექმნა“, -ამის შესახებ შს მინიტრმა ვახტანგ გომელაურმა „ტვ იმედის“ ეთერში ისაუბრა
„დაანონსებული გვაქვს ახალი სამმართველოს შექმნა. ამ მიზნით ქალაქის სამმართველოში ფლიგელი რემონტდება და გამომძიებლები მხოლოდ არასრულწლოვნებზე იმუშავებენ. ვფიქრობთ, 1 აპრილიდან ამოქმედდება სპეციალიზებული ოთახი, რომელიც ევროპული სტანდარტის შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაკეთდა. კამერით იქნება აღჭურვილი, რათა შემდეგ პრობლემა არ შეიქმნას. პირებს ეცნობებათ, რომ ოთახი კამერითაა აღჭურვილი და გადაღება ხდება. დაკითხვის პროცესში იქნებიან ოპერატიული თანამშრომლები, გამომძიებლები, რომლებიც მხოლოდ მოზარდებზე იმუშავებენ. გვეყოლება ფსიქოლოგებიც. თუ მშობელი მოითხოვს, გააჩნია მოზარდის ასაკს, დაკითხვის, გამოკითხვის პროცესს ფსიქოლოგებიც დაესწრებიან. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც ჩვენ აქამდე არ გვქონდა, სამწუხაროა, რაც მოხდა სირაძის შემთხვევაში. ამ პროექტის განხორციელება ბატონ გიორგი გახარიას დროს დაიწყო, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ჩვენ ვაგრძელებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.