logo_geo
eng_logo
თურქეთიდან საქართველოში 2 ტონაზე მეტი მარიხუანას შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
- +

12 თებერვალი. 2020. 14:55

 

 

თურქმა სამართალდამცველებმა, საქართველოში 2 ტონაზე მეტი მარიხუანას შეტანის მცდელობა აღკვეთეს, რომლებიც 213 ტომარაში იყო გადანაწილებული.

 

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საბაზრო ღირებულება 124 მლნ დოლარია.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო, რომლის მძღოლიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოში თურქეთის გავლით იტალიიდან მოდიოდა.

 

თურქმა მებაჟეებმა საეჭვოდ ჩათვალეს სატვირთოს ტვირთი, რომელშიც თითქოს, სასუქი იყო.

 

მანქანა სპეციალურ საწყობში მიიყვანეს, სადაც ტომრებში მარიხუანა აღმოაჩინეს.

 

ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner