logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: ნაცსექტანტებმა ციხიდან გამოშვებული მერაბიშვილი დანახვისთანავე უნდა დაღეჭონ
- +

12 თებერვალი. 2020. 15:36

 

 

„ვაჟა-ფშაველას „ამოდის, ნათდება“ საოცრად შეესატყვისება საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის წინ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას“, - ამის შესახებ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2013 წლის მაისში დააკავეს, მოგეხსენებათ, სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის გამო. 20 თებერვალს კი მერაბიშვილი ციხიდან გამოდის.

 

ვაჟა-ფშაველას „ამოდის, ნათდება“ საოცრად შეესატყვისება საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის წინ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. ამ მოთხრობაში აღწერილი მგლები ერთურთის სხეულზე სისხლის წვეთებს ეძებდნენ, რათა ერთმანეთის დასაჭმელად მიზეზი მისცემოდათ. ამ ლოგიკით, ნაცსექტანტებმა ციხიდან გამოშვებული მერაბიშვილი დანახვისთანავე უნდა დაღეჭონ, რადგან როგორც ვანო „ხერხემალი“, ისე თითოეული ნაცსექტანტი, რახანია, სისხლისა და გვამების სუნად ყარს!“- წერს ჩუბინიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner