„BBC", საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ერთწლიანი მოღვაწეობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ოდესის მოსახლეობას უკვე ბევრ რამეში ეპარება ეჭვი:
„ხმაურიანი სკანდალები, ოლიგარქთა ვილების ირგვლივ შემოვლებული მესრების ექსკავატორებით დანგრევა, ოლქის ძალოვანი სტრუქტურების ჩინოვნიკთა შეცვლა, ოდესაში აშშის პირველ პირთა ვიზიტები, ნავსადგურში „შეჭრები" და დირექტორის მოხსნა, სკანდალური დანიშვნები ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში, ხისტი კონფრონტაცია კიეველ მინისტრებთან და როგორც აპოთეოზი ადგილობრივ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გუნდის ფაქტიური კრახი.
ყოველივე ამის შემდეგ ადამიანებს კითხვები ებადებათ: რა ხდება უკრაინაში საქმე ისე არ მიდის, როგორც საქართველოში მიდიოდა? ან იქნებ პრობლემა, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები ამბობენ, უკრაინაში კი არაა, არამედ მიხეილ სააკაშვილშია?" ნათქვამია სტატიაში.