logo_geo
eng_logo
„BBC“: იქნებ პრობლემა უკრაინაში კი არა, მიხეილ სააკაშვილშია?
- +

13 ივნისი. 2016. 12:26


 „BBC", საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ერთწლიანი მოღვაწეობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ოდესის მოსახლეობას უკვე ბევრ რამეში ეპარება ეჭვი:


„ხმაურიანი სკანდალები, ოლიგარქთა ვილების ირგვლივ შემოვლებული მესრების ექსკავატორებით დანგრევა, ოლქის ძალოვანი სტრუქტურების ჩინოვნიკთა შეცვლა, ოდესაში აშშ­ის პირველ პირთა ვიზიტები, ნავსადგურში „შეჭრები" და დირექტორის მოხსნა, სკანდალური დანიშვნები ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში, ხისტი კონფრონტაცია კიეველ მინისტრებთან და როგორც აპოთეოზი ­ ადგილობრივ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გუნდის ფაქტიური კრახი.

 

ყოველივე ამის შემდეგ ადამიანებს კითხვები ებადებათ: რა ხდება ­ უკრაინაში საქმე ისე არ მიდის, როგორც საქართველოში მიდიოდა? ან იქნებ პრობლემა, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები ამბობენ, უკრაინაში კი არაა, არამედ მიხეილ სააკაშვილშია?" ­ ნათქვამია სტატიაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner