logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის მხრიდან ძალიან კარგი განცხადება გაკეთდა
- +

12 თებერვალი. 2020. 16:11

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროკავშირის განცხადებას დადებითად აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკვირვება და მონიტორინგი არის ის, რაც დღეს საჭიროა.

 

„ევროკავშირის მხრიდან ძალიან კარგი განცხადება გაკეთდა. დაკვირვება და მონიტორინგი არის ის, რაც დღეს, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. არ შეიძლება, თუნდაც, ჩემი პარტია ასი პროცენტით მართალი მეგონოს და ქართველ საზოგადოებას სხვა აზრის მოსმენის საშუალება არ ჰქონდეს. თუ დააკვირდებიან, მონიტორინგს გაუწევენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ, ეს რეჟიმი ჩვენთვისაც მოსახერხებელია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა დღეს განცხადება გაავრცელა. ევროკავშირი დეტალურად ეცნობა უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სულ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

„გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა, რაც ასე აუცილებელია.

 

სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ის აუცილებელი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ეკისრება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

 

ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე ყველა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner