logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: მთავრობის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავება ჩვეულებრივი პროცესია
- +

12 თებერვალი. 2020. 16:15

 

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავება ჩვეულებრივი პროცესია.

 

როგორც მან საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ლობისტური კომპანიების გამოყენება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელსაც იყენებს, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობაც“ და სხვა პოლიტიკურ ჯგუფები.

 

„ეს არავითარი სენსაციური პროცესი არაა, ჩვეულებრივი პროცესია. როგორც ხედავთ, ინფორმაცია სრულიად გამჭვირვალეა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ არა მხოლოდ ლობისტური კომპანიებით, არამედ უშუალოდ ჩვენი გუნდის წევრების მიერ ინფორმაციის მიწოდება მოხდეს“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner