logo_geo
eng_logo
ჯემალ ჭკუასელი: დღეს რომ რეჟიმის არ გვეშინია, ივანიშვილის დამსახურება არ არის?
- +

13 ივნისი. 2016. 12:27


„დღეს რომ რეჟიმის არ გვეშინია, ივანიშვილის დამსახურება არ არის?" - ამის შესახებ „კვირის პალიტრას" ჯემალ ჭკუასელმა განუცხადა.


„ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არა მხოლოდ მთავარი დაპირებები შეუსრულა, არამედ მეტიც გააკეთა. თუმცა არის თემები, რაზეც არათუ ბიძინა ივანიშვილი, სხვაც არავინ ლაპარაკობს. ასეთი საკითხები, ძირითადად, ქველმოქმედებას ეხება. არსებობს ფონდი „აი ია", რომლის ფინანსური  მხარდაჭერით ყრუ-მუნჯ ბავშვებს მუცლად ყოფნის პერიოდშივე მკურნალობენ. ერთი ბავშვის მკურნალობა 80 ათას ლარს აღემატება... წარმოიდგინეთ, რამხელა საქმე კეთდება და ამის შესახებ არავინ იცის. უმადურობა ძალზე ცუდი სენია. ცხადია, არ ვამბობ, რომ იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც ბიძინამ მოიყვანა, ყველანი ანგელოზები არიან, თუმცა, კარგის დაუნახაობაც არ შეიძლება. დღეს რომ თითოეული ჩვენგანი მეტად თავისუფლად გრძნობს თავს, საწინააღმდეგო აზრს გამოხატავს და რეჟიმის  არ ეშინია, განა ეს ამ კაცის დამსახურება არ არის?!" - განაცხადა ჭკუასელმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner