logo_geo
eng_logo
რეგიონები, სადაც ყველაზე მეტ ადამიანს სრულად ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა
- +

12 თებერვალი. 2020. 16:26

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის მე-4 კვარტლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად - 232 პირს ამოეწურა.

 

ამათგან, 24-მა გამოცდა ახლიდან ჩააბარა, ხოლო - 208 ადამიანს მოწმობის მოქმედება შეჩერებული აქვს.

 

აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტ - 110 პირს ქულები თბილისში ამოეწურათ; მას მოსდევს - ქვემო ქართლი, სადაც 26 პირს ამოეწურა ქულები; მესამე ადგილზეა - იმერეთი, 15 პირით; ხოლო მე-4 ადგილს კახეთი იკავებს, სადაც ქულები სრულად 14 პირს ამოეწურა.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner