„EuCham“ „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ მორიგ კვლევას აქვეყნებს.
კვლევაში „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა და აღმოსავლეთ ევროპაში ზედიზედ მესამე წელია, პირველ ადგილზეა. საქართველომ შეფასების შკალაში 70-ქულიანი ზღვარი გადალახა და ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში გადაინაცვლა.
2020 წლის ანგარიშში ყურადღება საქართველოზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო, ესტონეთთან და ლიეტუვასთან ერთად, გამორჩეულად წარმატებულია.
„EuCham“-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს. ამასთანავე, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე.
„EuCham“-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს. ამასთანავე, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: პორტუგალია, სლოვენია, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, იტალია, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი.
საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.
გასულ წელს საქართველო 71 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფებოდა.