„პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილის პარტია ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებს ეყრდნობა“, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი მოკავშირეები არიან და პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილის პარტია ძირითადად სწორედ მათ ეყრდნობა, მაგრამ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან მსუყე დაფინანსების გარეშე თითს არ და ვერ გაანძრევენ. პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელმა ბონი გლიკმა „იუესეიდის“ მიერ გამოყოფილი დაფინანსების 6 წელზე გადანაწილებით ქართული „ენჯეოების“ რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა“, - აღნიშნა გოგავამ.