logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას ნეიტრალურ პოლიტიკურ პლატფორმას კვლავ სთავაზობს
- +

12 თებერვალი. 2020. 20:23

 


საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება ყველა პოლიტიკური მხარისათვის ნეიტრალური საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტი ამ ინიციატივით 2019 წელს, რამდენჯერმე გამოვიდა. ამავე მიზნით შედგა პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრა დიალოგის ფასილიტატორ ელჩებთან.

21 ივნისი
"მე მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება, ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს. გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა".

9 ივლისი

"ყველას მოგიწოდებთ მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ. ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს“.


10 სექტემბერი

"დღესაც მზად ვარ შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები. საჭიროების შემთხვევაში, ასევე მზად ვარ ამ საკითხებში ჩავრთო უცხოელი პარტნიორები“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner