ევროპელი სოციალისტების პარტია მხარს უჭერს ინიციატივას, რომლის ფარგლებში, უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.
შესაბამისი მოწვევის ინიციატივით პირველად გამოვიდა თბილისის მერი კახა კალაძე და ქართული ოცნება - ევროპელი სოციალისტების პარტიის დამკვირვებელი წევრი - მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის და ამჟამინდელი ოპოზიციონერის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესის გარშემო წარმოიშვა ცხარე დებატები.
ევროპელი სოციალისტების პარტიის პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევმა განაცხადა: „ჩვენ მივესალმებით ამ ნაბიჯს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისკენ. ეს მისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ ჩვენი კოლეგები სოციალისტების და დემოკრატების ალიანსიდან და ევროპის სახალხო პარტიიდან, დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმის არსებითი მხარის ზედმიწევნით შესწავლასა და შეფასებაში, ასევე სიცხადის შეტანაში“.