logo_geo
eng_logo
აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს
- +

13 თებერვალი. 2020. 10:18

 

 

აჭარის მაღალმთიანეთში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. ხულოს ცენტრში თოვლის საფარი ერთ მეტრს, სოფლებში კი, 1.5 მეტრს აღწევს.

 

ამ დროისთვის ხულოში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი.

 

სასწავლო პროცესი დღეს ვერ განახლდა ხულოს, შუახევისა და ქედის საჯარო სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით უხვი ნალექის გამო, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სწავლის პროცესი ერთი დღით გადაიდო.

 

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს რამდენიმე სოფელს.

 

„მთელი ღამე თოვდა და ახლაც თოვს, გზები ჩაკეტილია, ტექნიკა მობილიზებულია და გზის გაწმენდის სამუშაოები იწყება, თუმცა, იმდენად დიდია თოვლის საფარი, რომ მხოლოდ მუხლუხებიანი ტრანსპორტით არის შესაძლებელი გზის წმენდა. ელექტროენერგია შეწყვეტილი იყო, დღეს დილიდან მუნიციპალიტეტს დენის მიწოდება აღუდგა, თუმცა, ამ დრომდე ცალკეული სოფლები ისევ შუქის გარეშეა“, - განაცხადა პირველ არხთან ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ.

 

აჭარის ზღვისპირეთში კი, ამ დროისთვის წვიმს. ყინვების შემდეგ ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner