„ჩამოვიდნენ და ხალხს ესაუბრონ, გააცნონ წინასაარჩევნო პროგრამა და წარუდგინონ ლიდერები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვს, ბრუსელში და ვაშინგტონში ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების ხარჯზე. ჩამოვიდნენ და ხალხს ესაუბრონ, გააცნონ წინასაარჩევნო პროგრამა და წარუდგინონ ლიდერები“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.