logo_geo
eng_logo
„მასტერამ“ სასამართლო პროცესზე აღიარებითი ჩვენება მისცა
- +

13 ივნისი. 2016. 12:39


კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გია დგებუაძემ, იმავე „მასტერამ" სასამართლო პროცესზე აღიარებითი ჩვენება მისცა.


მისი განცხადებით, 2005 წელს, მაშინ, როდესაც იგი კუდ-ის ანტიკორუფციულ სამმართველოში მუშაობდა, აქტიურად გროვდებოდა კომპრომატები მოსამართლეთა წინააღმდეგ. ერთ-ერთი კი მისი საქმის მოსამართლე ლილი მსხილაძე იყო.

სწორედ იმიტომ, რომ წარსულში არსებული წყენის გამო მის მიმართ ვერ გამოიტანდა ობიექტურ განაჩენს, მან მოსამართლის აცილება მოითხოვა და ერთ-ერთ პროცესზე სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. დგებუაძემ მოსამართლეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდი გაახსენა.



ვერანაირი კვალი თქვენს საქმიანობაში, რომელიც უკანონობასთან იქნებოდა კავშირში, ვერ აღმოვაჩინეთ. რატომღაც ეს ჩაითვალა არა თქვენს დამსახურებად, არამედ ჩემს უნიათობად და თქვენ მაინც გაგათავისუფლეს სამსახურიდან. თქვენს ცნობიერებაში მე უნდა ვიყო ასოცირებული იმ 10 წელიწადთან, რომელიც თქვენ დაკარგეთ, შესაძლოა, უსამართლოდაც", - მიმართა აცილების შუამდგომლობის დაყენებისას „მასტერამ" მოსამართლე მსხილაძეს.



მოსამართლე ლილი მსხილაძის განცხადებით, 2005 წლის შემდეგ პერიოდი იყო რეპრესიის წლები მისთვის და მისი ოჯახის მიმართ. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ აღნიშნული საქმე წარმოებიდან აიცილა. აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე თამაზ ჭანტურია იმ პერიოდში ანტიმონოპოლიურ სამსახურში მუშაობდა და დააპატიმრეს.



„2005 წელს იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ნამდვილად იყო ზეწოლა სასამართლოზე. მე ეს არასოდეს დამიმალავს და არც დავმალავ",- განაცხადა ლილი მსხილაძემ.



გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს, რომ სასამართლოდან გაძევების შემდეგ მსხილაძემ საქმიანობა სახალხო დამცველის ოფისში განაგრძო და სოზარ სუბარის მრჩევლად დაინიშნა. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნაც გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს ჩამოაშორეს. საუბარია 7 ნოემბრისა და „ტელეიმედის" საქმეებზე, სადაც ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner