„100/50-ზე ბევრად კომპრომისული და უკეთესია ვიდრე 73/77-ზე “, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიალოგიდან გასვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
„დიალოგის გაგრძელება და შეთანხმება საჭიროა და ოპოზიციას ვურჩევდი ნუ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას დიალოგიდან გასვლაზე. 100/50-ზე ბევრად კომპრომისული და უკეთესია ვიდრე 73/77-ზე და თუ ოპოზიცია ამაზე უარს იტყვის, ეს იქნება ტესტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ არჩევნებში საკუთარი თავის იმედი არ აქვთ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.