„არცერთ დასავლურ დემოკრატიაში პარტიას და პოლიტიკოსებს, რომელთაც უმძიმეს სისტემურ დანაშაულებში მიუძღვით ბრალი და აქვთ მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია - პოლიტიკაში დარჩენის ან მითუმეტეს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ ექნებოდათ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ამის მცდელობა არის საქართველოში.
„ამის მცდელობა არის საქართველოში იმის ხარჯზე, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ძალადობს საზოგადოებაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.