logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ინიციატივას, რომელმაც სიმართლე უნდა დაადგინოს...
- +

13 თებერვალი. 2020. 00:05

 

 

„მივესალმები მზადყოფნას ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ვისაც აინტერესებს, ჩაერთოს ამ პროცესში, დადგინდეს რეალობა და თუ რამე დარღვევა იქნა, ესეც იქნას გამოვლენილი. თუმცა, თუ არაფერი  დადგინდა და არ იქნა მიჩნეული ეს პოლიტიკურ დაპატიმრებად, ოპოზიციამ  ეს ფაქტი უნდა აღიაროს. თვითონ ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან მსგავს ინიციატივას, რომელმაც სიმართლე უნდა დაადგინოს და პირველ რიგში იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი, ბადებს კითხვებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ასოცირების კომიტეტის დღევანდელი  სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

 

კახა კუჭავამ ისაუბრა ხელისუფლების ინიციატივაზე, უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მხრიდან  ე.წ. ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნის თაობაზე. მისი განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა ევროპარლამენტს აქვს, პროცესი საკმაოდ გამჭვირვალეა და მან მოუწოდა ოპოზიციას ითანამშრომლონ იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც მისიის ფარგლებში ჩამოვა საქართველოში.

 

„იყო საუბრები უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ის ფორმატი არ არის, სადაც ვინმეს შეუძლია სიმართლე დაამტკიცოს, მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სასამართლოს გადაწყვეტილების დაცვას, ეს ჩვენი საქმე არ არის.  ჩვენ, ერთადერთი რაც შევთავაზეთ, დილით გაჟღერდა ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან, ე. წ. ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს არ არის ჩვენი ინოვაციური მიდგომა, მსგავსი, ფაქტების მოკვლევის მისია ადრეც ჰქონდა

 

ევროპარლამენტს ერთ-ერთ ქვეყანასთან დაკავშირებით და მან კონკრეტული შედეგი დადო. ოპოზიციამ უნდა თანამშრომლობს იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც ჩამოვლენ ამ მისიის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ვიცე-სპიკერმა იმ თემებზეც გაამახვილა ყურადღება, რაზეც საუბარი იყო ასოცირების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. მისი განცხადებით, აღინიშნა, რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია  და ყურადღება გამახვილდა მეოთხე ტალღის რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე.

 

„იყო რამდენიმე მომხსენებელი. რომლებმაც ზოგადად ისაუბრეს იმ სტატუსზე, თუ რა ეტაპზეა ქვეყანა. დევინის კომენტარი იყო ძალიან მისასალმებელი და სასიამოვნოდ მოსასმენი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ და ეს დასაფასებელია. რა თქმა უნდა, იყო გარკვეულ საკითხებზე სურვილი, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და  კონკრეტულად ეს ეხებოდა მეოთხე ტალღას, რომელსაც მიესალმებიან და თვლიან, რომ მნიშვნელოვანია, რომ მეოთხე ტალღის მიერ ინიცირებული ნაბიჯები და რეფორმის ნაწილი იქნას სრულფასოვნად შესრულებული, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენც მივესალმებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner