ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სანამ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებდა, მანამდე ვასაძესთან სახლში იმყოფებოდა და კონსულტაციები გაიარა.
„პაატა ჩემი მეგობარია. ვიდრე პოლიტიკაში შემოვიდოდა, კონსულტაციისთვის ჩემთან, სახლში იყო ამოსული. პაატა ძალიან მიყვარს და ვურჩიე, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ექნა და პოლიტიკაში არ შემოსულიყო. იმიტომ, რომ მე თავად პოლიტიკა არ მიყვარს და ვინც პოლიტიკაში მიდის, ყველა მეცოდება! მეორე - პაატას პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ მაქვს ჩემი აზრი და ვუთხარი კიდეც - პაატა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ თუ გაირკვა, რომ შენ შეფარულად მხარს გიჭერს სააკაშვილი, ხალხი ხელს ვეღარ ჩამოგართმევს-მეთქი... ძალიან არ მინდა დავიჯერო ის, რაც პაატას შესახებ მესმის! თავად მას მაშინ არაფერი უთქვამს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ძალიან არ მინდა იმის დაჯერება, რასაც პაატას შესახებ ამბობენ, მაგრამ გაოგნებული ვარ იმით, რომ გამოდის და „რუსთავი 2"-ს იცავს", - განაცხადა ლევან ვასაძემ.