logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

13 თებერვალი. 2020. 14:38

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, მათ შორის  კიდევ უფრო როგორ უნდა გაძლიერდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაძლებლობები საპარლამენტო  ზედამხედველობის განხორციელებისას.

 

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, USAID-თან  ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომიტეტმა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა.

 

„ამ ეტაპზე დოკუმენტიდან გამომდინარე  თანამშრომლობა გრძელდება   კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ საბიუჯეტო და საფინანსო პროცესებს ქვეყანაში, ასევე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტებს – ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტისა და დაზღვევის საზედამხედველო სამსახურებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გაუმჯობესება, მომავალშიც კონკრეტული აქტივობების სახით გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner