logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, რომ ოპონენტებმა პრაქტიკულად უარი თქვეს ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე
- +

13 თებერვალი. 2020. 14:41

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე  განცხადება გააკეთა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებასა და მის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც მისი თქმით, უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა და შეუთანხმებელი პოზიციების გამოთქმა მოჰყვა, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო დონეზეც.

 

„სტრასბურგში მყოფმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა მდივანმა გამართეს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემდგარი მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმაზე, თუ რა მოხდა.

ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური დასკვნა გაკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას, ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას.

 

რასაკვირველია, ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი ის, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე, ეს იწვევს დამატებით შეკითხვებს. ჩვენი ძალა და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება, გახდა ჩვენი ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება, საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს, როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში. ევროპარლამენტის მისიის ჩამოსვლა ქართული საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი არა მარტო იმიტომ, რომ სტაბილურობა შევძინოთ პოლიტიკურ პროცესს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახოს განსხვავება იმ პოზიციას შორის, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმ პოზიციასთან მიმართებაში, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner